დავით სერგეენკო - პირველადი მოხმარების წამლებზე ფასების მატება ჩვენს მონიტორინგს არ დაუფიქსირებია

ჩვენთვის უცნობია, თუ პირველადი მოხმარების წამლებზე ფასებმა მოიმატა, ჩვენს მონიტორინგს ეს არ დაუფიქსირებია , - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

”ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ პირველადი მოხმარების, კერძოდ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა დათქმულ ვადებში დაიწყება. პროცესების ფინალიზაცია მიდის და ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში უკვე პირველი პაციენტები მიიღებენ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - აკონტროლებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებში პირველადი მოხმარების წამლებზე ფასებს? დავით სერგეენკომ უპასუხა, რომ ფასებს ჯანდაცის სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო არ აკონტროლებს.

”ეს არის თავისუფალი ბაზრის პრინციპით მოქმედი 100%-ით კერძო ინდუსტრია”, - დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.