2016 წლის მარტში ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია „აი თი ბი“ გამოჩნდა. ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც მომხმარებლებს იტალიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, ჰოლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებს სთავაზობს, საქართველოში მსოფლიო სტანდარტებს ამკვიდრებს. დეტალური ინფორმაციისთვის „ბიზნესპრესნიუსი“ „აი თი ბი“-ს თანადამფუძნებელს და დირექტორს დავით ციცქიშვილს ესაუბრა.
დავით ციცქიშვილი:
„კომპანიის დაარსებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სხვადასხვა ტექნოლოგიურ სფეროში, დამფუძნებელი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება იყო. ჩვენი სერვისები მოიცავს უსაფრთხოების სისტემების დაგეგმარებასა და ინსტალაციას. ნებისმიერ კომპანიისა თუ სამთავრობო შენობის ვიდეოსამეთვალყურეო თუ სახანძრო სისტემებით, სიგნალიზაციებითა და კამერებით აღჭურვას უზრუნველვყოფთ.მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ საკაბელო და უკაბელო კომპიუტერული ქსელების ინსტალაციასა თუ სხვა სახის ტელე-საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ სფეროებში მხარდაჭერას.“ აი თი ბი“ ინდუსტრიული ტიპის უწყვეტი კვების წყაროების, ე.წ. UPS-ების იმპორტს ევროპიდან ახორციელებს. ტექნოლოგია განკუთვნილია მსხვილი ორგანიზაციებისთვის. ამ ტიპის კვების წყარო ბევრად რთული და მძლავრი სისტემაა, რომელიც 10 წუთის განმავლობაში ინახავს ელექტროენერგიას.
რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი?
„აი თი ბი-ს“ სამომხმარებლო ბაზრის უმეტესი ნაწილი უჭირავს კორპორატიულ კლიენტებს, გვაქვს გამოცდილება როგორც კერძო, ასევე სამთავრობო სექტორთან მუშაობის.რა არის თქვენი კომპანიის უპირატესობა? რითია გამორჩეული ბაზარზე?
„აი თი ბი“ არის კომპანია, რომლის მსგავსის პოვნა ბაზარზე გაგიჭირდებათ. ჩვენი უპირატესობაა ინოვაციურობა, ხარისხი და საიმედოობა, რომელიც ჩვენი გუნდის დიდი პროფესიული გამოცდილებით მყარდება. ჩვენ ყოველთვის ახალი, საინტერესო ტექნოლოგიების ძიებაში ვართ და ვთავაზობთ ბიზნესს მათზე მორგებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
რაც შეეხება კონკურენციას...
ინოვაციების იმპორტის კუთხით საქართველოში ვერ ვიტყვი რომ დიდი კონკურენციაა, მაგრამ რაც შეეხება კომპანიის სხვა მიმართულებებს, კონკურენცია ბევრად მაღალია, გვქონია გამოცდილება მსხვილ ფირმებთან კონკურენციის, რაც რა თქმა უნდა, არცთუ ისე ადვილი საქმეა, მაგრამ ჩვენი პროდუქციისა თუ მომსახურების ხარისხი ყოველთვის გვაძლევს გამარჯვების საშუალებას.როგორ აპირებს კომპანია განვითარებას, რა არის თქვენი უახლოესი გეგმები?
ჩვენი უახლოესი 5 წლიანი გეგმა მიზნად ისახავს კომპანიის ზრდას და განვითარებას საქართველოსა და ევროპის მასშტაბით, გვაქვს 3 წლიანი საინტერესო პროექტი გერმანიაში ჩვენი ინჟინრების მონაწილეობით, რომელიც ამ წლის მე-3 კვრატლისთვის დაიწყება. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთ ევროპაში სხვა საინტერესო პროექტებზეც.გრძელვადიან გეგმაში, ჩვენი მიზანია 10 წელიწადში საქართველოსა და ევროპაში „აი თი ბი“ იყოს ლიდერი კომპანია ტექნოლოგიური კონსულტირებისა და მომსახურების სფეროში. ძლიერი სტარტი, რომელიც ბოლო 6 თვეში სახეზეა, გვაძლევს დასახული გეგმების შესრულების რეალურ წინაპირობას. სამი თვეა, რაც თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერში“ ჩავერთვეთ და მივიღეთ სტარტაპ სესხი, რითაც მოვახერხეთ ერთ-ერთი სამთავრობო პროექტის წარმატებით განხორციელება. ამას გარდა, როგორც სტარტაპერებს, გვაქვს სხვადასხვა ტიპის ბენეფიტები, რაც გვეხმარება უკეთესად განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი.
ქრისტინე გამთენაძე
#სტარტაპერი #გვეამაყები