უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, საქართველოდან შენგენის ზონაში საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა , - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, უკან მხოლოდ ერთეულები დააბრუნეს.
"ჯერჯერობით მხოლოდ პოზიტივი შემიძლია ვთქვა, გამომდინარე იქიდან, რომ ივნისის ბოლომდე სტატისტიკა სამთვიანი მიმოსვლის თაობაზე არ გვექნება.
მაგრამ, დღევანდელი სტატისტიკური მონაცემები რაც გაგვაჩნია, არის, რომ 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი და უკან გამობრუნებულები არიან ერთეულები, რომლებიც ტექნიკური გაუმართაობის და არცოდნის გამო დააბრუნეს უკან.
ჩვენმა კამპანიამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია",- აღნიშნა დოლიძემ.