ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს, 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა.
„მოთხოვნამ 76 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.720 პროცენტით, მაქსიმალური 7.810 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.739 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში,“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.