ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
„მოთხოვნამ 49 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.120 პროცენტით, მაქსიმალური 7.210 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.167 პროცენტით განისაზღვრა,“-ნათქვამია განცხადებაში.