თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებული პირები პატიმრობაში რჩებიან.
საქმის წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს, 11.00 საათზეა ჩანიშნული.
გუშინდელ სასამართლო პროცესზე ჩქარეულისა და ბახტაძის ადვოკატმა შუამდგომლობის სახით გირაოს სახით 30 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა.
რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ კიდევ ორ პირს, დაცვის მხარემ მათთვის 20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვა. თუმცა, საქმის მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს საფუძველი, რომ ბრალდებულები მიიმალონ ან სხვადასხვა გზით გამოძიების ეფექტურ წარმოებას ხელი შეუშალონ. მათივე თქმით, ბრალდებული პირების წინააღმდეგ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გამოძიება სხვა ფაქტზეც 2016 წლიდან მიმდინარეობს.