2016 წელს საქართველოში 86 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა , - სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგების შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ინფორმაციით, სასაკლაოების 17,4% მდებარეობს ქვემო ქართლში, 16,3% - იმერეთში, 16,3% - კახეთში, 15,1% - შიდა ქართლში, 10,5% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7,0% - თბილისში, 7,0% -მცხეთა- მთიანეთში, ხოლო დანარჩენი 10,5% - სხვა რეგიონებშია განთავსებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 2016 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 34457 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). 2016 წლის განმავლობაში, სასაკლაოებში დაკლულია 311,3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 59,7% მსხვილფეხა, ხოლო 40,3% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 9620,6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, სასაკლაოების მიერ, 2016 წლის განმავლობაში 36487,6 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 44,9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 37,1% - ფრინველის, 16,9% - ღორის, 1,1% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო სხვაზე პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოა და შეადგინა სულ რაღაც 0,02%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 2546,9 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 72,9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო დანარჩენი ღორის, თხისა და ცხვრის ხორცზე. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23,8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 10,6 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 22,5 ლარი.
2016 წლის განმავლობაში, სასაკლაოებში მომსახურება გაეწია 80,5 ათას პირს, საიდანაც 22,8% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა რაოდენობამ 862 კაცი შეადგინა. სასაკლაოების უმრავლესობა (58.1%) ნაწილობრივ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 34.9% აღჭურვილია სრულად, ხოლო 7,0% არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 57.0% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 43,0%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 78,4% - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 2.7%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის და 18,9%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.
სასაკლაოების 17,4% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე კომუნალური გადასახადების სიდიდე ახდენს. სასაკლაოების 16,9% მნიშვნელოვან ფაქტორად შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობას ასახელებს, 14,3%-თანამშრომელთა კვალიფიკაციას, 13,1%-ის აზრით კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა, 12,8%-ის აზრით კი - სუსტი კავშირი მწარმოებლებთან და სახელმწიფო გადასახადების სიდიდე. სასაკლაოების 12,5%-ისთვის კონკურენტუნარიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა.
საქსტატის ცნობით, 2016 წელს საქართველოში 58 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (43,1%) და ქ. თბილისში (20,7%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 13,8% მდებარეობს იმერეთის რეგიონში, 10,3% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი 12,1% - სხვა რეგიონებშია განთავსებული. 2016 წლის განმავლობაში სამაცივრეებში მომსახურება გაეწია 8107 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია, 571 ერთეულს წარმოადგენს, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 1279 კაცი შეადგინაა.
2016 წლის განმავლობაში, მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 280,1 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 44,9%-ს წარმოადგენდა ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 27,1% მოდიოდა ხორცზე და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 10,6% - თევზზე, 6,0% - ხილზე და ხილბოსტნეულზე, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა: სამაცივრე მეურნეობების მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის განმავლობაში შესყიდულია 13,1 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 15,6 მლნ ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2016 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 74,2 მლნ ლარის ღირებულების (21.7 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (44,6%) იყო ადგილობრივი (საკუთარი წარმოების). ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 83,3% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის 40,3% მოდიოდა ხილზე და ბოსტნეულზე, 32,4% - ხორცზე და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათლით).
სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 10,7% უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ხილი და ბოსტნეული წარმოადგენდა (95,5%). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) 63,5% შეადგინა იანვარში, 56,4% - თებერვალში, 49,9% - მარტში, 56,8% - აპრილში, 60,0% - მაისში, 58,7% - ივნისში, 56,7% - ივლისში, 57,6% - აგვისტოში, 55,3% - სექტემბერში, 47,5% - ოქტომბერში, 46,8% - ნოემბერში და 47,0% - დეკემბერში.
სამაცივრე მეურნეობების 27,6% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია ნაწილობრივ, 60,3% - სრულად, ხოლო 12,1% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების მხოლოდ 46,6%. აქედან უმრავლესობას (63,0%) სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 29,6%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 7,4%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის. სამაცივრე მეურნეობების 16,1% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე კომუნალური გადასახადების სიდიდე ახდენს. 15,3% კი მნიშვნელოვან ფაქტორად შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობას ასახელებს, 15,1%-ის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა, 13,8% ამის მთავარ მიზეზად მიიჩნევს სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს, 13,8% - თანამშრომელთა კვალიფიკაციას, 13,2% - სუსტ კავშირს მწარმოებლებთან და 12,6% -მომსახურებაზე დაბალ მოთხოვნას.
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 43 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (58,1%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 16,3% ფუნქციონირებს შიდა ქართლში, 14,0% - ქ. თბილისში, 4,7% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 11,6% სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში, ელევატორებში მომსახურება გაეწია 133 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 88 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 1055 კაცით განისაზღვრა.
2016 წლის განმავლობაში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 827,9 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 88,0%-ს წარმოადგენდა ხორბალი, 4,8%-ს სიმინდი, 2,5%-ს სოიოს შროტი, 2,2%-ს ფქვილი, 1,5%-ს - ალაო, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2016 წლის განმავლობაში, ელევატორების მიერ გაყიდულია 177,1 მლნ ლარის ღირებულების 320,8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 74,2% იყო ადგილობრივი (საკუთარი წარმოების). მომსახურების საფასურმა 1,5 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა - 1,1 მლნ. ლარი.
2016 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი ხორბალზე მოდიოდა - 54,1%. ადგილობრივი წარმოშობის (საკუთარი წარმოების) პროდუქციაში მოცულობის მიხედვით ჭარბობდა ფქვილი (რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 68,1%), ქატო (16,3%) და ხორბალი (14,1%).
ელევატორების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე რეალიზებული იქნა სოიოს შროტი (3%), სიმინდი (6,7%), სოიოს კოპტონი (3,5%) და სოიოს ზეთი (1,3%). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) 69,8% შეადგინა იანვარში, 66,0% - თებერვალში, 57,8% - მარტში, 58,5% - აპრილში, 59,1% - მაისში, 57,8% - ივნიში, 49,8% - ივლისში, 44,7% - აგვისტოში, 53,6% - სექტემბერში, 52,9% - ოქტომბერში, 44,0% ნოემბერში, ხოლო 43,9% - დეკემბერში. ელევატორების 25,6% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 27,9% - ნაწილობრივ, ხოლო 46,5% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
სესხით სარგებლობს ელევატორების 30,2%. აქედან 23,1%-ს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 61,5%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 15,4%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.
ელევატორების 25,7% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს. 14,7% მნიშვნელოვან ფაქტორად ფინანსურ რესურსებზე სუსტ ხელმისაწვდომობას ასახელებს, 13,4%-ის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს თანამშრომელთა კვალიფიკაცია. 12,7% - მთავარ მიზეზად კომუნალური გადასახადების სიდიდეს, 12,1% - სუსტ კავშირს მწარმოებლებთან, 11,7% - სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს და 9,8% - მომსახურებაზე დაბალ მოთხოვნას ასახელებს“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.