ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დღეს დეპუტატებს ეროვნული ბანკის 2016 წლის წლიურ ანგარიშს გააცნობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის წლიური ანგარიში მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად და ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურ ანგარიშში წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.
ანგარიშში აგრეთვე ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში არსებით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე.