გიორგი კობერიძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ცენტრალური აზიის, კავკასიის, რუსეთისა და უკრაინის განყოფილების დირექტორს, ოლაფ ციმელკას შეხვდა , - ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან იუწყებიან.

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანიის ძირითად საქმიანობას და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

„კომპანიის დირექტორმა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელებს წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ოლაფ ციმელკამ KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს“, - აღნიშნულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.