მომავალ წელს თბილისთან ახლოს გოლფის მოედანი გაიხსნება (+ვიდეო)

თბილისის მიმდებარედ მშენებარე გოლფის მოედნის გახსნა 2018 წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას golfcoursearchitecture ავრცელებს.

მათი ცნობით, გოლფის მოედნის მშენრბლობა შავნაბადას მონასტერთან გასულ წელს დაიწყო.

მოედნის დიზაინი კომპანია Tilander Golf Design-ს ეკუთვნის, ხოლო სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელია ლატვიური კომპანია Modo Golf-ია.

თბილისთან მდებარე გოლფის მოედნის მშენებლობის დასრულება წლის ბოლომდე, გახსნა კი 2018 წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება.