ასწლოვანი "ტიტას" ხის გახმობას კომპანია "ზიმოში" არ ადასტურებენ.როგორც "ზიმოს" ინჟინერმა ირაკლი შანავამ განაცხადა, აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში გადარგული ყველა ხე უვნებელია. მისივე თქმით, ციხისძირიდან კიდევ ორი ხის გადატანა იგეგმება.
"ჩემი ინფორმაციით, ყველა ხე უვნებელია. ორი ხე გადასატანად მზად არის. როცა აღნიშნულ ორ ხეს გადავიტანთ, შემდეგ არ ვიცით, როდის განახლდება ხეების გადარგვა", - განაცხადა შანავამ.
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 20-ზე მეტი მრავალწლოვანი ხე გადარგეს.