ბრიუსელი და ლონდონი საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყება.
ამასთან, „ბრექსითი“ სტარტს აიღებს გეგმის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა კი ჯერ არ არის ფორმირებული. ამის შესახებ სააგენტო dpa იუწყება.
ბრიუსელისა და ლონდონის ოფიციალური წარმომადგენლები ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, პირველად განიხილავენ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში ყოფნაზე უარის პირობებს. ბრიუსელს, უპირველეს ყოვლისა აინტერესებს ინგლისში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეთათვის გარანტიები და ამ ქვეყნის მიერ ყველა ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც აიღო ევროკავშირში ყოფნის დროს.
„ინდეფენდენტის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მინისტრი „ბრექსითის“ საკითხებში დევიდ დევისი ორშაბათს ბიუსელში გაემგზავრება და ევროკავშირის მთავარ მომლაპარაკებელ მიშელ ბარნიეს შეხვდება.