დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2017 წლის პირველ კვარტალში 989,4 ლარია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით 2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დაბალი განათლების სექტორშია და 563,9 ლარს შეადგენს. საქსტატის ცნობით, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა და 1907,5 შეადგინა. მას 1498,5 ლარით სამშენებლო სექტორი მოსდევს.
საშუალოდ 1332,4 ლარის ოდებით არის განსაზღვრული ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასი. თვეში საშუალოდ 1295,3 ლარს იღებენ სახელმწიფო მმართველობი. 1226,8 ლარით არის განსაზღვრული სამთომოპოვებითი მრეწველობის სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება.
2017 წლის პირველ კვარტალში თვეში საშუალოდ 1 000 ლარზე მეტ ხელფასს ასევე იღებენ ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილებაში, ასევე უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის სფეროში დასაქმებულები.
თვეში საშუალოდ 1 000 ლარზე ნაკლები აქვთ ხელფასი სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობის, თევზჭერა, მეთევზეობის, დამამუშავებელ მრეწველობის, ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის, სასტუმროებისა და რესტორნების, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური დახმარების, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის სექტორებში დასაქმებულ ადამიანებს.