პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონში დაგეგმილ ცვლილებას, რომლითაც სამსახურებრივი ავტომანქანების და პერსონალური კომპიუტერების ელექტრონული ტენდერის ჩატარების გარეშე ჩანაცვლების უფლება აიკრძალა.
ცვლილება დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ავტორობითა და ინიციატივით ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში განხორციელდა.
”ჩინოვნიკებს ჩამოერთვათ სამსახურებრივი ავტომანქანების და პერსონალური კომპიუტერების ელექტრონული ტენდერის ჩატარების გარეშე ჩანაცვლების უფლება. ეს გადაწყვეტილება მესამე გადაწყვეტილებაა სამსახურებრივ ავტომანქანასთან მიმართებით, რაც ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იქნა მიღებული. 2013 წელს აიკრძალა სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენებით წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, 2014 წელს შვიდ წელზე ადრე ახალი სამსახურებივი მანქანის შეძენის უფლება, ხოლო 2017 წლიდან უკვე აკრძალული იქნება ძველი სამსახურებრივი ავტომანქანების და პერსონალური კომპიუტერების ელეტრონული ტენდერის ჩატარების გარეშე ჩანაცვლების უფლებაც”, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.