რამდენიმე ხერხი ფალსიფიცირებული და ნატურალური ძეხვის გასარჩევად

თუკი ნახევრადშებოლილი ძეხვის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით საღებავია, ის თეთრ ფურცელს გააფერადებს, ამიტომ გაჭერით ძეხვი და გაუსვით ის თაბახის ფურცელს, თუკი ძეხვმა მხოლოდ ასეთი ცხიმის კვალი დატოვა, მასში არ არის საღებავი.

გარდა ამისა, ნახევრადშებოლილი ძეხვი უნდა იყოს მკვრივი, ამიტომ ძეხვის ყიდვისას ხელი მოუჭირეთ მას და არჩევანი უფრო მკვრივ ძეხვზე გააკეთეთ.

ასევე მარტივი შესამოწმებელია თუკი ნახევარადშებოლილ ძეხვში ცხოველური ცხიმი მცენარეული ცხიმებით არის ჩანაცვლებული.

გაჭერით ძეხვი და გაახვიეთ ის პოლიეთილენის პარკში, დადეთ ოთახის ტემპერატურაზე და დაელოდეთ რამედნიმე წუთი. თუკი ცხიმი დადნა და პარკზე გადავიდა, ის ნატურალურია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე