გადასახადებთან დაკავშირებული რეფერენდუმის საკითხი კონსტიტუციის ძირითადი ნაწილის ნაცვლად, შესაძლოა გარდამავალ დებულებებში აისახოს.
“ჩვენ ვფიქრობთ, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში 12-წლიანი დათქმის გაწერაზე. მანამდე იმოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვით, მთავრობასა და პარლამენტს საგადასახადო ცვლილებების განხორციელება ეზღუდება. 12 წლიანი დათქმის ამოწურვის შემდეგ, ჩვენ შეიძლება განსხვავებულ წესზე გადავიდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.