სოფელ შამგონას მოსახლეობა მდინარე ენგურზე კარიერული სამუშაოების შეწყვეტას ითხოვს, რომელსაც კომპანია „ფი-ენ-თი“ აწარმოებს.
აქციის მონაწილეების თქმით, ქვაღორღის ამოღებამ მდინარიდან, შესაძლოა, მომავალში გარკვეული პრობლემები შექმნას და სოფლის მიწები წყალმა მიიტაცოს. ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს სამუშაოები.
აქციის მონაწილეებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გააჩნია ყველანაირი დოკუმენტაცია, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროსგან და იქ ლიცენზირებულად აწარმოებს სამუშაოებს.