იანვარ-მაისში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი იყო. საანგარიშო პერიოდში 2016 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, რუსეთში საქონლის ექსპორტი 84 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის გასულ თვეებში რუსეთში 151 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა. მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთში ექსპორტირებული იყო 67 მილიონი დოლარის საქონელი.
უმსხვილესი საექსპორტი ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთს მოსდევს: თურქეთი - 97 მილიონი დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 9.7%-ია. მესამე ადგილს კი ჩინეთი იკავებს - 82 მილიონი დოლარი, რაც ექსპორტის 8.2%-ია.
უმსხვილესი 10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალში არიან ასევე: სომხეთი; ბულგარეთი; აზერბაიჯანი; აშშ; ესპანეთი; რუმინეთი და უკრაინა.