მიმდინარე წლის იანვარ-მაისში იმპორტის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო. აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან იმპორტირებული იყო 494 მილიონი დოლარის საქონელი, რამაც მთელი იმპორტის 16.8% შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, თურქეთს მოსდევს: რუსეთი - 279 მილიონი დოლარი; აზერბაიჯანი - 253 მილიონი დოლარი; ჩინეთი - 226 მილიონი დოლარი; გერმანია - 179 მილიონი დოლარი.
უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ - უკრაინა, სომხეთი, აშშ, იტალია და რუმინეთი.