ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
“რატომ არის ბელორუსი ჩვენზე 2-ჯერ მდიდარი?
მეოცე საუკუნე იმითითაც იყო გამორჩეული რომ ყოველმა შემდეგმა თაობამ მშობლებისგან თითქმის ყველა მიმართულებით უკეთესი (უკიდურეს შემთხვევაში იგივე) ქვეყანა ჩაიბარა.
ასე მაგალითად, 50-ანი წლების თაობამ უკან ჩამოიტოვა 30 წლების უმუშევრობა და შიმშილი, შემდეგ იყო ინფრასტუქტურის მშენებლობა, 70-ანები, ტექნოლოგიური და ჯანდაცვის პროგრესი და ასე შემდეგ. შედეგად განვითარებული და არც ისე მსოფლიო მივიდა იქამდე სადაც დღეს არის. თავისი პრობლემებით მაგრამ უფრო მდიდარი ვიდრე ოდესმე.
საქართველოში არის ერთი თაობა, რომელმაც თავის შვილებს იმის მესამედი დაუტოვა რაც მანამდე თვითონ არაფერში მიიღო. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ 90-იანი წლებში 70% დაკარგა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ეს იყო, ისტორია ჩაცხრილულ ამხანაგზე, ემიგრაციაში წასული ყოველი მესამე მშობელი, ენერგოდეფიციტში, კრიმინალში და სრულ უპერსპექტივობაში გატარებული მოზარდობა. შესაბამისი ტრამვებით რომელიც ყოველდღე თავს გვახსენებს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.
ჰოდა რატომ არის ბელორუსი საქართველოზე 2-ჯერ უფრო მდიდარი მათ კითხეთ. ისევ ეგ ხალხი და მათი იდეური მემკვიდრეები გველაპარაკებიან და გვასწავლიან ყოველდღე ტელევიზორიდან თუ როგორ უნდა ქვეყნის მშენებლობა, სიყვარული და გაგება.
მათ ხომ ყველაფერი იციან, ყველაფერი და ყოველთვის,“- წერს ქადაგიძე.