რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად , აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შონ ოსალივანის და ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში იეშიმ კაილარის შეხვდა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გზების, ხიდებისა და გვირაბების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით დაფინანსებული პროექტები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ADB-ს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორის, საქმიანობის მნიშვნელობას.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონებში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, ასევე სამინისტროსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.