ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ბათუმი-ასტანა-ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ გუშინ შეასრულა. რეგულარული ავიარეისები 11 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა), Boeing B737 CL-600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა Georgian Airways-ს 19 მაისს მიანიჭა.