ბუნებრივი აირის ახალი ტარიფების დადგენა ივლისში მოხდება. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა.
როგორც გიორგი ფანგანმა აღნიშნა, სემეკი დაადგენს ბუნებრივი აირის 3 გამანაწილებელი და ერთი ტრანსპორტირების კომპანიის ტარიფებს. რაც შეეხება მოლოდინებს, სემეკის წევრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით 3-მა ლიცენზიანტმა კომპანიამ - „ყაზტრანსგაზმა", „საქორგაზმა" და ,,სოკარ ჯორჯია გაზმა", ასევე ტრანსპორტირების ლიცენზიანტმა - „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" მიმართა.