ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი Barclays-ის ოთხ ყოფილ ხელმძღვანელს ბრიტანეთის მასშტაბური თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა ბრალი დასდო ყატართან 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს თაღლითურ გარიგებაში.
საუბარია 2008 წელს დადებულ კომერციულ გარიგებაზე, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული ბანკის თანამშრომლებმა ყატარის ინვესტორებისთვის 3 მილიარდი დოლარი გამოყვეს.
ბანკი ჯერჯერობით მომხდარზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ დაელოდება მოვლენების განვითარებას.
ეჭვმიტანილებს შორის ბანკის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ვარლი და საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგნელი როჯერ ჯენკინსი არიან. ორივე მათგანს ყატართან გარიგების გარდა, 2008 წლის ოქტომბერში სხვა ფინანსურ გარიგებაშიც სდებენ ბრალს.