„უშიშარი გოგო-ს“ ქანდაკებამ, რომელიც ნიუ იორკში, უოლ სტრიტზე დგას, კანის ლომების ფესტივალზე ერთბაშად სამი გრან პრი მოიპოვა.
ქანდაკებას „ოქროს ლომი“ სამ ნომინაციაში - Glass, PR და Outdoor - გადაეცა.
ჟიურის წევრების განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა საერთაშორისო გამოძახილი მოჰყვა ამ ერთი შეხედვით პატარა ქანდაკებას.
„უშიშარი გოგო“ უოლ სტრიტზე, მსოფლიოში ცნობილი ხარის ქანდაკების წინ დგას და იმ ქალების სიმბოლოა, რომლებმაც ბიზნესში დაიმკვიდრეს თავიანთი ადგილი.
როგორც Glass -ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ვენდი კლარკი ამბობს, „უშიშარმა გოგომ“ უმალვე მიიპრყო ხალხის ყურადღება და მომავალშიც გააგრძელებს ამას.
„სიმბოლიზმის ასეთი მარტივი გამოყენებით ის აღწერს ქალის გზას გაძლიერებისკენ, ჩვენს იმედებსა და ამბიციებს ყოველი პატარა გოგოსთვის მსოფლიოში“, -აღნიშნავს ვენდი კლარკი.