რუსთავიდან თბილისი-ლილოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები ახალი მარშრუტით ივლიან.
როგორც კომპანია ,,ინტერტრანსი“ იუწყება, ე.წ ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ლილოს მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე კორექტირება მოხდა და ამიერიდან მიკროავტობუსები ,,ისთ ფოინთამდე“ ჩავლენ.
,,პირველი მიკროავტობუსი რუსთავიდან 07:45 საათზე გავა, ბოლო კი ,,ისთ ფოინთიდან“ 23:00 საათზე გამოვა რუსთავის მიმართულებით. გასვლებს შორის ინტერვალი 20 წუთი იქნება“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, რეალურად მარშრუტი გაგრძელდა, თუმცა მგზავრობის ღირებულება იგივე 1.50 ლარი დარჩა.