ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს, 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.„ მოთხოვნამ 129 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტით, მაქსიმალური 7.410 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.383 პროცენტით განისაზღვრა,“- ნათქვამია განცხადებაში.