ფასის ლარში მითითება განცხადებების საიტებზეც სავალდებულო იქნება

1 ივლისიდან ქონების რეალიზაციის ფასის ლარში მითითება უფასო განცხადებების საიტებზეც სავალდებულო ხდება.

ამის შესახებ, მომხმარებელს my.ge აფრთხილებს, რომელიც შემდეგ საიტებს აერთიანებს - mymarket.ge, myhome.ge, myauto.ge, mysports.ge, myparts.ge, myads.ge და myjobs.ge.

გაფრთხილების თანახმად, პირებს, ვინც 30 ივნისამდე აღნიშნულ საიტებზე განთავსებულ განცხადებებში ფასს ლარში არ დაარედაქტირებენ, გარკვეული სანქციები დაეკისრება.

კერძოდ, დარღვევის პირველ შემთხვევაში პირი გაფრთხილდება; ქმედების განმეორებით ჩადენა - 1 000 ლარით, ხოლო ყოველი მომდევნო შემთხვევა 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

1 ივლისიდან სავალდებულო ხდება ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირების ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვა.

bpn