კვლევითი პორტალ NUMBEO-ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 2017 წელს 125 ქვეყანას შორის 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კვლევის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების დონე მაღალია, დანაშაულის რაოდენობა კი - დაბალი. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში დანაშაულის ინდექსია - 20.83, უსაფრთხოების ინდექსი - 79.17.
Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ქალაქებში უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს. Numbeo-ს სტატისტიკას ხშირად იყენებენ ცნობილი საერთაშორისო მედიასაშუალებები, მათ შორის, BBC, Time, Forbes, The Economist, Ney York Times, The Telegraph, the Washington Post და ა.შ.