მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად ქონების იძულებით ჩამორთმევის 64 ფაქტი გაიხსნა. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, სასამართლოში 24 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა.
”დაზარალებულად ცნობილია 136 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 36 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.”, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.