საპარტნიორო ფონდის ორგანიზებით კონფერენცია -”შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა“ გაიმართება

ხვალ, საპარტნიორო ფონდისა და "საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების" ორგანიზებით სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო ორდღიანი კონფერენცია -”შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა“ გაიმართება.

როგორც საპარტნიორო ფონდიდან იუწყებიან, კონფერენციაზე შეფასების პრაქტიკულ საკითხებზე, საშემფასებლო სტანდარტებსა და საშემფასებლო საქმიანობის რეგულირების შესახებ და ასევე, საშემფასებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონის თაობაზე იმსჯელებენ, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ძალაში 2017 წლის ბოლომდე უნდა შევიდეს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საშემფასებლო ასოციაციების (www.tegova.org) პრეზიდენტი შიშტოფ ჟიჟეკი; აუდიტორული კომპანიების, შემფასებელთა საერთაშორისო ორგანიზაციების 12-ზე მეტი ქვეყნის 200 დელეგატი (დასავლეთ და აღმოსავლეთი ევროპიდან, აშშ-დან, ყოფილი დსთ-ის ქვეყნებიდან), საქართველოს მთავრობის, საპარტნიორო ფონდის, თბილისის მერიის, შემფასებელთა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ადგილობრივი საშემფასებლო და აუდიტორული კომპანიები, საქართველოს კომერციული ბანკები; დეველოპერები, სადაზღვევო კომპანიები, საქართველოში მოღვაწე მსხვილი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.