შეკვეთილში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

ზაფხულში შეკვეთილში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება, რომელსაც 2 000 კვ.მ მოცულობის აკვარიუმი და 150 მეტრზე ზღვაში შეჭრილი აუზი ექნება.

ამის შესახებ Allnews.ge-ს "საქართველოს თანაინვესტირების ფონში" განუცხადეს.

ფონდის ინფორმაციით, სასტუმროში ასევე 3 500 კვ.მ ფართობის ზამთრის ბაღი გაშენდება, თუმცა ინფრასტრუქტურა ყველა სეზონისთვის შესაბამისი იქნება.

პროექტის ბიუჯეტი 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

იხილეთ ფოტოები

წყარო ALLNEWS.GE