ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მოხდეს მხარეებს შორის მორიგება, თუ არადა მოგვიწევს არბიტრაჟის სივრცეში გადანაცვლება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა "ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
"შეხვედრები, რა თქმა უნდა, იქნება. ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება არის მხარეებს შორის მორიგება ისე, რომ არ ჩაერიოს არც არბიტრაჟი და არც სასამართლო.
ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მოხდეს მხარეებს შორის მორიგება, თუ არადა მოგვიწევს არბიტრაჟის სივრცეში გადანაცვლება", - განაცხადა ილია ელოშვილმა.
როგორც ცნობილია, კომპანია "ყაზტრანსგაზი" აპროტესტებს 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას და მიაჩნია, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია "ყაზტრანსგაზმა" შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.