Samsung Galaxy Note 8 აგვისტოში გამოვა

სამხრეთ კორეული კომპანია მიმდინარე ზაფხულს, უფრო კონრკეტულად კი აგვისტოს მეორე ნახევარში დიდი პრემიერსითვის ემზადება.

როგორც „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, Galaxy Note 8-ს პრემიერა ნიუ-იორკშია დაგეგმილი. წყარო იმასაც იუწყება, რომ სიახლეს Galaxy S8-ს მსგავსად, გადახრილი ეკრანი ექნება და ის ზომაში მცირედით უფრო დიდი იქნება ვიდრე Galaxy S8+. 6,2 ინჩიანი სმარტფონი მისი კონკურენტების iPhone 7 Plus და OnePlus 5-ის მსგავსად დუალური კამერით აღიჭურვება. "სამსუნგის" ახალი სმარტფონის ჯაშუშური ფოტო ჯერ კიდევ აპრილში გავრცელდა.

Galaxy Note 8 რამდენიმე კვირით ადრე გამოვა, ვიდრე მისი კონკურენტი - Apple-ის ახალი iPhone 8.

ანალიტიკოსების აზრით გასულ წელს შექმნილი სიტუაციის გამო, რომელიც Note 7-ის აფეთქების შედეგად შეიქმნა, კომპანია მიმდინარე წელს უკვე საბოლოოდ შეძლებს რეაბილიტაციას.

კოკა კვირკველია