საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, 23 ივნისს, ექსტრემალური ტურისტული სერვისი - „ნარიყალა ზიპლაინი“ (zip line) გაიხსნება.
როგორც ბოტანიკური ბაღში აცხადებენ, zip line არის გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერი, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან, მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება. მათივე ინფორმაციით, ამ ატრაქციონის საშუალებით, ბაღის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ უსაფრთხოდ ჩამოსრიალდნენ ნარიყალას კომპლექსიდან, ბაღის ივენთ-სკვერამდე.
ორ სპეციალურ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, ხოლო სიმაღლე 30 მეტრი.
ზიპლაინი შ.პ.ს. „აქტივიტმა“ დაამონტაჟა.
”ამ ახალი სერვისისა და პროდუქტის შეთავაზება, ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციასა და ვიზიტორთა კომფორტული დასვენების ხარისხის ამაღლებას”,- აცხადებენ ბოტანიკურ ბაღში.