სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სენაკის მუნიციპალიტეტში, ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი მილხიდები, შეკეთდა გადასასვლელი ხიდები, ნატანი მასისგან გაიწმინდა კოლექტორები და შემკრები არხები.
შედეგად სოფელი ახალსოფლის 691 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე აღდგა სადრენაჟე მომსახურება.
აღნიშნული სისტემის რეაბილიტაცია ორათეული წელზე მეტია არ ჩატარებულა. 2012 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი. გაიწმინდა და მოწესრიგდა 500 კილომეტრამე სადრენაჟე არხი. შედეგად, რეგიონში დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 19 000 ჰა-მდე გაიზარდა.