აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 28 323 000 მლნ ლარით გაიზარდა
და 252 943 000 მლნ ლარს შეადგენს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარადგინა. მინისტრმა ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების დამტკიცებამდე რამაზ ბოლქვაძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
"2017 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა შემდეგნაირად გადანაწილდა: საშემოსავლო გადასახადი 10 000 0000 მლნ ლარით გაიზარდა. წლიური საპროგნოზო მოცულობა 210 000 000 მლნ ლარით განისაზღვრა. ზრდის საფუძველი ფაქტიური და მოსალოდნელი შესრულებაა. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლი 9 163 000 მლნ ლარით გაიზარდა და 18 783 000 მლნ ლარს შეადგენს. არაფინანსური აქტივების კლება 6 055 000 მლნ ლარით გაიზარდა. წლიური საპროგნოზო მოცულობა 21 055 000 ათას ლარს შეადგენს. რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა იზრდება 15 740,5 ათასი ლარით: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ასიგნება - 70,0 ათასი ლარით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ასიგნება - 3 125,2 ათასი ლარით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ასიგნება - 7 609,1 ათასი ლარით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნება - 1 156,1 ლარით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნება - 1 251,8 ათასი ლარით (ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები - 974,2 ათასი ლარით, მათ შორის ემატება ერთი ქვეპროგრამა - ნევროზული რეგისტრის დაავადებების მქონე პირთა სტაციონარული მკურნალობა, სოციალური პროგრამები - 241,6 ათასი ლარით, მათ შორის ემატება ერთი ახალი პროგრამა - ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა, დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა - 36,0 ათასი ლარით), სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნება 367,6 ათასი ლარით", - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.