14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროში უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ

14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროში უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს.

საგარეო უწყების ცნობით, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ძალისხმევით, მონტენეგროსა და საქართველოს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების დინამიკიდან გამომდინარე, მონტენეგროს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონტენეგროს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე შესვლა და დარჩენა არაუმეტეს 30 დღისა.

"ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ელჩის ზაზა კანდელაკის შეხვედრა მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მათ შორის საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან სელიმ ლიკასთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო ALLNEWS.GE