თბილისს კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი შეუნარჩუნდება, - ამის შესახებ კრწანისის გამგეობიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, კრწანისის გამგეობამ კალაში ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრება დაიწყო.
„სამსართულიანი შენობა საიათნოვასა და აბოვიანის ქუჩებს შორის მდებარეობს. სახლი გასული საუკუნის დასაწყისით თარიღდება, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ის მანამდე არსებული, უფრო ადრეული სახლის საძირკველზეა დაშენებული. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა სომეხი მწერალი და ეთნოგრაფი ხაჩატურ აბოვიანი. მწერლის საპატივცემულოდ, 1938 წლიდან, ქუჩას მის სახელს ატარებს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სახლის საძირკვლის კონსტრუქციული ელემენტების გამაგრება. რესტავრაცია ჩაუტარდება ხის აივნების ჭვირულ-ორნამენტულ ელემენტებს, რომელიც, მცირე დანაკლისის მიუხედავად, თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი გაეცნო.
„მიმდინარე წელს კრწანისში ეს მესამე ავარიული სახლია, რომელსაც კაპიტალური გამაგრების სამუშაოები უტარდება. 2015 წელს რაიონის გამგეობამ კაპიტალურად გაამაგრა 5, ხოლო 2016 წელს - 10 ავარიული შენობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.