25 ივნისს, 13:00-17:00სთ,თბილისის ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ფესტივალი, JOB FEST 2017 გაიმართება. რომელშიც მონაწილეობას 80-მდე დამსაქმებელი და 18-დან 29 წლამდე ასაკის 1 900-მდე ახალგაზრდა მიიღებს.
პროექტი ქალაქ თბილისის მერიის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით ხორციელდება. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ და გაესაუბრონ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც 700-ზე მეტი ვაკანსიით იქნებიან წარმოდგენილი. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სივრცეს პალიტრა მედიას ბიზნესლიტერატურის პროექტი, „ლურჯი ოკეანე“ დაიკავებს. სადაც ცნობილი ბიზნესტრენერები ახალგაზრდებს წარმატების მიღწევის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
სპიკერების განრიგი ასეთია:
14:00 საბა ჩიხლაძე - პალიტრა მედიას ბიზნესკონსულტანტი, თემა: გზა თვითრეალიზაციისკენ
14:30 მარიკა დარჩია - PR სპეციალისტი, პალიტრა მედიას კრეატიული დირექტორი.თემა: "გავაღოთ სარკმელი"
15:00 თორნიკე გურული - მარკეტერი, PSP-ს მარკეტინგის დირექტორი. თემა: "წარმატების ბოქსი"
15:30 ნინო ქიტიაშვილი - ბიზნესტრენერი, Georgian Progress Group-ის დამფუძნებელი. თემა: „საუბრის ხელოვნება“
დასაქმების ფესტივალი კიდევ ერთი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის პირდაპირ დაუკავშირდნენ დამსაქმებლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი და მიიღონ ახალი შესაძლებლობები. დამსაქმებელს კი, თავის მხრივ, ექნება საშუალება საკუთარი ბრენდი უკეთ გააცნოსახალგაზრდების ფართო აუდიტორიას.