„ფეისბუქს“ ახალი ინიციატივა შემოაქვს, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთის ადგილობრივი ორგანიზაციები დაფინანსდებიან და დატრენინგდებიან სიძულვილის ენასა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მსგავსი გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთი კვირის წინ „ფეისბუქიდან“ ყველანაირი კონტენტი წაშალა, რომელიც ტერორიზმს უკავშირდებოდა.
სოციალურ ქსელს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მისი რეაქციები ტერორისტული პროპაგანდის მიმართ ნელი და შეუსაბამოა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ევროპული ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურები მოუწოდებდნენ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომ მათ უფრო დიდი რეაქცია გამოეჩინათ ვირტუალურ პლატფორმებზე ექსტრემისტული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ.
უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან ხშირად ისმოდა „ფეისბუქის“, „ტვიტერისა“ და „გუგლის“ კრიტიკა, რომლებიც თავის მხრივ, ძალიან დიდად ენდობოდნენ სხვებს მიუღებელი კონტენტის ამოცნობისას, ნაცვლად იმისა, რომ მსგავსი პასუხისმგებლობა თავიანთ თავეზე აეღოთ.
გარდა ამისა, აპრილში გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაეჯარიმებინა სოციალური ქსელები 50 მილიონი ევროს ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებს არ მისცემდნენ საშუალებას მოენიშნათ და „დაერეპორტებინათ“ კონტენტი , რომელიც შეიცავდა ნებისმიერ არასამართლებრივ ქმედებას, ხოოლო დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა ახალი საერთაშორისო შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც წინ წამოიწია ინტერნეტის რეგულირების აუცილებლობა.