30 წლის შემდეგ ადამიანები დღის განმავლობაში მხოლოდ 4 საათს და კვირაში 4 დღეს იმუშავებენ.
ამის შესახებ ჩინელმა მილიარდერმა, კომპანია „ალიბაბას“ დამფუძნებელმა ჯეკ მამ განაცხადა.
„ჩვენი პაპების თაობა ყოველდღიურად 16 საათს მუშაობდა. ჩვენ 8 საათი გვიწევს დღეში მუშაობა, მომავალ თაობას კი მხოლოდ 4 საათი მოუწევს“, - განაცხადა ჩინელმა მილიარდერმა.
ჯეკ მას აზრით, ადამიანები უფრო მეტ დასვენებასა და მოგზაურობას შეძლებენ.
1930 წელს ცნობილმა ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ მეინრადმა განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები კვირაში დაახლოებით 15 საათით ნაკლებს იმუშავებდნენ, ვიდრე მისი თაობა. მეინრიდის პროგნოზით, ამის მთავარი მიზეზი სამუშაოს ავტომატიზირება გახდებოდა.