დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებში კონდიციონერი მას შემდეგ ჩაირთვება, რაც ტემპერატურა 27-28 გრადუსს მიაღწევს, - ამის შესახებ შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურში განაცხადეს.
მათი განცხადებით, ჯერჯერობით, კონდეციონერების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს, რადგანაც არ ცხელა.
მგზავრთა ნაწილი პრეტენზიას გამოთქვამს იმის გამო, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კონდიციონერს ჯერჯერობით არ რთავენ.
რაც შეეხება თბილისში ამ დროისთვის არსებულ ტემპერატურას, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, დღეს თბილისში ტემპერატურა დაახლოებით 30-31 გრადუსი იქნება.