დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მამუკა მუმლაძის განცხადებით, მიდის მუშაობა საბაგირო ტრანსპორტის განვითარებაზე.
სატრანსპორტო ხაზის განვითარების დეტალებზე მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.
მამუკა მუმლაძე - თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი:
"სამგორის" მეტროსთან შესაძლებელია სატრანსპორტო ჰაბი გაკეთდეს. აქ მგზავრი ამოვა მეტროდან და შესაძლებლობა ექნება, ჩქაროსნული მიწისზედა ტრანსპორტით წავიდეს "ისთ პოინტამდე", ლილომდე და ასევე, რუსთავამდე. ამასთან, მიდის მუშაობა საბაგირო ტრანსპორტის განვითარებაზე. სამგორსა და ვაზისუბანში იყო 22-25 კაცზე გათვლილი სამგზავრო ტიპის საბაგირო გონდოლები. ახლა გრანტის ფარგლებში გაკეთდება პროექტი და ზემოხსენებული ჰაბიდან შესაძლებელი იქნება ვაზისუბანში ან თბილისის ზღვამდე საბაგიროთი მგზავრობა,“-განაცხადა მუმლაძემ.