„მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გზების და მათი საქმიანობის ხელშეწყობის“ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ მისასალმებელი მოხსენება გააკეთა.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის (CAREC Institute), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის (ADBI) თანამშრომლობით მიმდინარეობს.
ნიკოლოზ განცხადებით, სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა შორის არიან: საქართველოს, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, თურქმენეთის და უზბეკეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებისა და ეროვნული ბანკებების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სსიპ-ებისა და კერძო სექტორების წარმომადგენლები და ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
„საქართველოს მთავრობისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ფინანსებზე მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სამუშაო შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ დაფინანსების წყაროების მოძიებასა და განსაზღვრას. მათივე განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილს: სიღარიბის დაძლევა, ინკლუზიური ზრდა და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მხარდაჭერა. სამუშაო შეხვედრის შედეგად გაიზრდება ცოდნა მცირე და საშუალო საწარმოების მიერ დაფინანსების მოძიების სხვადასხვა წყაროსა და შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრას 50 მონაწილე ესწრება და ღონისძიება 27 ივნისს დასრულდება.