საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო 2 ივლისიდან გაუქმდება. სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ დადგენილება მთავრობამ 22 ივნისს მიიღო.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, საინვესტიციო სააგენტო 2 ივლისიდან იქნება ლიკვიდირებული. ამავე პერიოდიდან ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია, და ქონება საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლეს სსიპ „აწარმოე საქართველოში” გადაეცემა.
სააგენტოს გაუქმების შესახებ მტავრობის წარმომადგენლები ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ. ამის მიზეზად კი რესურსების მობილიზებასა და ხარჯების შემცირებას ასახელებდნენ.