ბანკების მთლიანი აქტივები 37.6 მილიონი ლარით გაიზარდა

1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ეროვნული ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 37.6 მილიონი ლარით, ანუ 0.1 %-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით) და 29.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.