ირანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა

ირანში, ქალაქ ისპაჰანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სააგენტო იუწყება, ხანძარი დღეს დილით გოგირდის საცავში გაჩნდა. დაშავებულების უმეტესობას გაზით მოწამვლა აღენიშნება. დაშავებულები გადაყვანილნი არიან ადგილობრივ საავადმყოფოებში.

ხანძრის გაჩენის მიზეზი დაზუსტებული არ არის.