პუშკინის ქუჩაზე ახლად გაკეთებულ ესტაკადაზე ავტომობილების ორმხირივი მოძრაობის აღდგენის შემდეგ გზის სივიწროვის გამო ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.
რამდენიმე წუთის წინ #33 სამგზავრო ავტობუსმა ესტაკადაზე მანევრირება ვერ შეძლო და საპირისპირო ზოლთან გამყოფ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტობუსი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შემთხვევის ადგილზე მისულ „ბიზნესპრესნიუსის“ კორესპონდენტს მძღოლების ნაწილმა განუცხადა, რომ ესტაკადაზე კონსტრუქციის სივიწროვისა და რთული მოსახვევის გამო მანევრირება რთულია, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, რის გამოც ხშირია ავტომობილის შეჯახების ფაქტები.
ესტაკადა ლითონის კონსტრუქციით არის ნაგები. პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გასული წლის აგვისტოში აღდგა.