იპოთეკით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპორტესტო აქცია გამართეს.
როგორც შეკრებილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საბანკო დავალიანების მქონე ოჯახების გამოსახლება ყოველდღიურად ხდება და არაერთი ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარაში ტურისტული სეზონთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს და დროებით გამოსახლების პროცესი შეწყვიტოს.